ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გამოწვევასთან დაკავშირებული რეზოლუცია 11 ოქტომბერს მიიღო. როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ქართველების დისკრიმინაციის გამო. ასევე, ნატო-მ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
"ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ზღვაოსნობის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას აზოვის და შავ ზღვაში. ასამბლეა გმობს, რუსეთის უწყვეტ მცდელობებს გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია და ჩაშალოს მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გამოიწვიოს უპასუხისმგებლო ესკალაციებით.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და ქართველების დისკრიმინაციის გამო. [ასამბლეა] ხაზს უსვამს ევროკავშირის ჩართულობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის საჭიროებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციაც დათანხმდა და რომელიც ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში" - ნათქვამია რეზოლუციაში.
საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ნატო-ს წევრ ქვეყნებს გააძლიეროს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, რათა დაჩქარდეს მათი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
"ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს გააძლიეროს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, რათა დაჩქარდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გამოხატონ სოლიდარობა საქართველოს და უკრაინის მიმართ საერთო წვრთნებით და მათი თავდაცვის პრაქტიკული მხარდაჭერით, გააგრძელონ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის დროებითი ოკუპაციის და უკანონო ანექსიის დაგმობა" – წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press