Foto

ბესიკ დონაძემ საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის და ხმების გადათვლის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა

„ვითხოვთ საბურთალოს 33-ე უბნის  გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანისას.

"ევროპულმა საქართველომ" სარჩელით მივმართეთ სასამართლოს, სარჩელი ეხება საბურთალოს ოლქში ხმების გადათვლას, ეს არის 33-ე უბანი სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია ხმები გამოდის, რომ საერთოდ არ მოგვიღია არჩევნებში მონაწილეობა, სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებული გვაქვს, ვითხოვთ ამ უბნის გადათვლას, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი გვითხრა, ახლა მოვდივართ სასამართლოში, რადგან სასამართლოს ძალით გავახსნევინოთ საარჩევნო უბანი, პრაქტიკა ცუდია, გამომდინარე იქიდან, რომ წინა სასამართლო პროცესებზე უარი გვითხრეს, არ დაგვიკმაყოფილეს უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რაც შეეხევა გადათვლილ უბნებს, მათ გადაითვალეს ის უბნები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნილი არ იყო, რჩება სიტუაცია ისევ ისე, როგორც იყო. არ ხსნიან უბნებს რადგან, საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობაში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები.” - განაცხადა დონაძემ