Foto

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 881 662 პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 პირი აიცრა.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.