ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის პალატაში გადაყვანას გეგმავენ.
ამის შესახებ კლინიკა "მედცენტრის" დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია მოსული.
სასიცოცხლო მაჩვენებლები ყველა ნორმაშია მოსული. თუ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, ვგეგმავთ, ხვალ გადავიყვანოთ განყოფილებაში, მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი, იმიტომ, რომ ცვლილებებს, რომელიც კიდურშია, ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდება, დანარჩენი დროის ფაქტორია" - ამბობს კლინიკის დირექტორი.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press