Foto

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აქვეყნებს.

ინსტიტუტის დაკვირვებით,  არჩევნები სოციალურად დაუცველების რიცხვის განსაზღვრაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. 

IDFI- ის მონაცემებით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მხოლოდ ივნისის თვეში, საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 ათასით.

"კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა საყურადღებო ტენდენციებია, რომლებიც შემდგომ აისახება საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებზე. მსოფლიო ბანკის სიღარიბის უახლესი პროგნოზის თანახმად, პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა შოკმა საქართველოში გააღარიბა 350,000 და აიძულა 800,000-ზე მეტი ადამიანი განიცადოს დაღმავალი მობილობა და შესაბამისადგადაინაცვლოს უფრო დაბალშემოსავლიან ჯგუფში." - ნათქვამია კვლევაში.