საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. - ამის შესახებ მან მორიგ წერილში განაცხადა.
ექსპრეზიდენტი მოქალაქეებს 14 სექტემბერს აციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სასურველია მის გათავისუფლებას მეორე ტურამდე მიაღწიონ.
„ ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ვიმეორებ, მრავალრიცხოვრობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით. 30 ოქტომბერს გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press