Foto

ამირან გამყრელიძე - გამოჩნდა შემთხვევების მატება, გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი

"ვიკვლევთ ახალ შტამებს იმიტომ, რომ ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე. ჯერ არაა დადასტურებული, ჯერ ყველა დელტაა." - დაავადებათა ეროვნილი ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წელს გრიპი უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე კოვიდი. 

"დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით გამოჩნდა მატება შემთხვევების და ამ 1 კვირის მანძილზე სტაბილურად იყო 600-700-800 მეტით შემთხევები, დღეს საკმაოდ სერიოზული ნახტომი გააკეთა, დაახლოებით 2 000-ზე მეტი არის წინა სამშაბათთან შედარებით. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, მათ შორის, ინციდენტობა 100 000 კაცზე, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს აცდა, ასევე საყურადღებოა, რომ რეპროდუქციის ინდექსიც გაიზარდა. სიკვდილიანობა ქვემოთ მოდის. 

შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა "დაჩაგრა" გრიპი და თითქმის არ გვქონდა. წელს, როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზული იქნება, ამიტომ განიხილავენ ის ტერმინი, რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დაკვიდრებული - ტვინდემია, "თვინინგი" იცით ხომ რაც არის?"- ამობს გამყრელიძე.