ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბერის ადგილობირვ არჩევნებზე, საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა - ინფორმაცის „ახალგაზრდა იურისტთა ასოსციაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჩივარი საიამ შიეტანა და ცესკოს შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საჩივარი 12 ოქტომბერს განიხილა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა.
„2021 წლის 02 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, N02.02.76 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში კახა კუჭავა იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა. ამ ფაქტზე საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საიას საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს.“- ნათქვამია საიას განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press