Foto

ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი რეციდივისტია

სააკაშვილი არის რეციდივისტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვინ რა ვადით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას კანონი წყვეტს.

"ვინ რა დროით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას კანონი წყვეტს და სასამართლო. უკვე დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება ეს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, შეგიძლიათ, ეს ტერმინიც გამოიყენოთ ხოლმე, სამართლებრივად ასეა." - განაცხადა ოხანაშვილმა.