შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს აწერს და განმარტავს, რომ საქმე არა სააკაშვილს, არამედ საქართველოს ეხება.
"მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში,მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას,მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს,აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობი 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს პირიქით ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ.
უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.
და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე,პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები,რატომ არ ისჯებიან,რატომ არ იქნა ეს გამოძიებული,რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები ვინც ბევური ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას,თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას,ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოთ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას ჩვენ ხალხს გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და ვუარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ.
ხოლო რაც შეეხება ჟურნალისტებს გთხოვთ ნუ მირეკავთ, თქვენ წისქვილზე მე წყალს არ დავასხამ,თქვენ რაც დამართეთ ეკლესიას და ხალხს ჯობს მოინანიოთ,ერთხელაც თქვენც ამოგიყრის ღმერთი ფაილებს, მაგრამ არა ზღაპრებს,არამედ ყველაფერ სიმართლეს, მიდით და იმართლეთ თავი ღვთის წინაშე.
სიყვარულით იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი", – წერს მეუფე იოსები სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press