საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომდევნო დღეებში გაუარესდეს.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნაა რომ მასთან პირადი ექიმი შეუშვან, თუმცა მანვე დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ არ მისცეს სააკაშვილის პირად ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა.
"გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიცაა, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება ალბათ, ამ პირობებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. პატიმარი შიმშილობს და ასეთ განცხადებებზე დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს რეაგირება", – განაცხადა ადვოკატმა.
მისი მოთხოვნაა, ნიკა ყიფშიძეს ჰქონდეს შესაძლებლობა მასთან ვიზიტის განხორციელების. გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან კარგად ვიცით, როგორ იქცევა "ქართული ოცნების" ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, შესაბამისად, შეიძლება საერთოდ არ მისცენ ნებართვა, თუმცა ცხადია, ეს იქნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა, იმ პირობებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს", – აღნიშნა ადვოკატმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press