Foto

თეა წულუკიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი არ არსებობს

"არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს, მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი."- ასე ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

მისი თქმით,  სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა.

"არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს, მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, ოჯახი ნერვიულობს, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება. თანამებრძოლები ნერვიულობენ, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი, ეს სასჯელი არის რამდენიმეწლიანი და, რა თქმა უნდა, ის წლები, რომელსაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული.

ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია ამ შიმშილობის გარეშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება გადაწყვეტილების მიღება პატიმრის მხრიდან, რომ განაახლოს კვება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.