საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი რამდენიმე სასულიერო პირმა უკვე მოაწერა. თუმცა, გამოჩნდნენ მღვდელმთავრები, რომელიც ამ პოზიციას არ იზიარებენ.
"ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ"- ასეთია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს პოზიცია. მისი თქმით, "პოლიტიკურ აფერისტებს არ აფასებს" და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.
"სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ჯოჯოხეთი გაუქმდება ფაქტიურად და სამოთხე დაემსგავსება აყროლებული ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე. მე პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ", - თქვა მეუფე სტეფანემ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე მიიჩნევს, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აწერს იზიარებს პოზიციას, რომლის მიხედვით ექსპრეზიდენტი მის დანაშაულს არ ნანობს და ხულიგნობს.
"რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა, თვითონ ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა... ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს მაშინ ქვეყანა აღარ არის. როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება. თქვენ მე მაკვრივებთ, ისეთ კითხვებს მისმევთ თითქოს მთვარიდან ჩამოვარდით" - ამბობს იოანე.
მეორეს მხრივ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს.
"ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას".- ამბობს მეუფე ანანია.
ამ ეტაპისთვის პეტიციას ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ მოაწერა.
ცნობისთვის, პეტიცია სახელწოდებით "თავისუფლება მიშას!" 10 ოქტომბერს შეიქმნა. ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press