პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ნაცმოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება, რადგან მისი განცხადებით, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის დასჯა მოძალადის მიტაცებულ სახელმწიფოში.
"მე რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, დღეს მივდივარ აქციაზე და ამიტომ, ვაგრძელებ ბრძოლას მეორე ტურებში ცვლილებებისთვის. ჩემთვის სასურველი ცვლილებები არის კოალიციური მმართველობა, სადაც ზუსტად ვიცი სასამართლოს გავაკეთებთ.
მე მინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პრემიერიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული გასამართლება ჩვეულებრივი ამბავი იქნება. სადაც ხელშეუხებელი არავინაა. სადაც ისეთ დანაშაულებზე როგორიც იყო ციხე, გირგვლიანი, ია კერზაია, ლაშქარავა და სხვა, საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩება, რადგან სასამართლო ობიექტურად გასცმს პასუხს და ყველა დაისჯება. ჩემი შვილიც რომ იყოს ისიც. დღეს რაც ხდება არის ზუსტად საპირისპირო", - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press