საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას გამოეხმაურა, რომელსაც ხელ რამდენიმე სასულიერო პირმა უკვე მოაწერა.
მამა ანდრია ჯაღმაიძე თვლის, რომ მღვდელმთავრების მიერ პეტიციაზე ხელის მოწერა საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს.
ამაზე მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა... ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, პეტიცია სახელწოდებით "თავისუფლება მიშას!" 10 ოქტომბერს შეიქმნა. ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ ეტაპისთვის პეტიციას ხელი მოაწერა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press