ღვინოს ვიღებდი გუშინ, მთელი დღე, და არ ვიცი აქციაზე რა ხდებოდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ის არ იზიარებს გუშინდელი პროტესტის სულისკვეთებას და არ მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
„დიდად თვალი არ მიდევნებია სიმართლე გითხრათ, სხვა რაღაცეებით ვიყავი გუშინ დაკავებული. ვიცი, რომ ბევრი ხალხი იყო გამოსული და ძალიან კარგია, რომ თანდათან მივეჩვიეთ, რომ ათეულობით ათასი ადამიანი გამოდის, მშვიდად აფიქსირებს პროტესტს და მშვიდად მიდის სახლში. არ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რაც იყო იმ აქციაზე, არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და რატომ უნდა ვყოფილიყავი აქციაზე, ღვინოს ვიღებდი გუშინ მთელი დღე და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press