Foto

გიგი უგულავა - წყალწაღებულ ხელისუფლებას „გამოჭერა“ აინტერესებს, მე სრულად ჯანმრთელი ვარ

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს. მისი თქმით, სრულად ჯანმრთელია და ამიტომ გადაწყვიტა აქციაზე მისვლა. 

"მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი

და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას"- წერს უგულავა Facebook-ზე. 

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს გიგი უგულავამ Facebook-ზე დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. პოსტიდან ერთ კვირაში კი საზოგადოებაში გამოჩნდა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.