საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ცნობისთვის, პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press