ბრიტანელი პარლამენტარი და კონსერვატიული პარტიის წევრი, დევიდ ემესი, ეკლესიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სააგენტო იუწყება, რომ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, დეპუტატი უცხო მამაკაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა და მოგვიანებით, ბრიტანეთის პოლიციამ დეპუტატის მკვლელობას ტერორიზმის კლასიფიკაცია მიანიჭა.
„სასიკვდილო თავდასხმა გამოცხადდა ტერორისტულ ინციდენტად, გამოძიებას გაუძღვება კონტრტერორიზმის პოლიცია. წინასწარი გამოძიებით, გამოვლინდა შესაძლო კავშირი ისლამურ ექსტრემიზმთან“, - აცხადებენ პოლიციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press