Foto

აშშ სრულად ვაქცინირებულებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან ხსნის

ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიის გამო დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან ხსნის.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ში შესასვლელად აუცილებელია, პირი სრულად იყოს ვაქცინირებული აშშ-ის წამილისა და საკვების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით.

ამასთანავე, სააგენტო წერს, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ქვეყნის საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 21 თვით იყო ჩაკეტილი.