Foto

გიგი უგულავა 2 000 ლარით დაჯარიმდა - პოლიტიკოსმა კარანტინის წესები დაარღვია

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერ-ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა, რომელმაც სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მას აქციაზე მისვლის ნებართვა ექიმებმა მისცეს.

მოგვიანებით, გიგი უგულავამ გამოაქვეყნა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.