Foto

კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 2 479 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 479 შემთხვევა გამოვლინდა.

NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 374 პირი.