ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმენეთში აშშ-ს შავი ზღვის რაიონში ინტერესის აშკარა სიგნალია.
„ეს არის დიდებული ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რეგიონის მიმართ ინტერესი აქვს“, - წერს ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press