ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კონსილიუმი დღეს შეიკრიბება.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად ის არ არის ჩართული ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან, მისივე თქმით, ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.
„არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან, ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია,კონსილიუმი მსჯელობდა, მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ არ შეინიშნებოდა. თუმცა მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press