პენტაგონი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლოიდ ოსტინმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილა.
„პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე თავდაცვის მდივანმა უსაფრთხოების რეგიონული სიტუაცია განიხილა, კერძოდ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მდივანმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთანავე, მან დაადასტურა დეპარტამენტის ერთგულება, შეინარჩუნოს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და დაეხმაროს საქართველოს, კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და ევროატლანტიკური მისწრაფებები. თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართულ აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში გუშინ იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press