Foto

ირაკლი კობახიძე - სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური

დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები - სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოახლოებულ მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა იმ მუნიციპალიტეტში აპირებენ ჩასვლას, სადაც მეორე ტური იქნება.

„დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან დაკავშირებით გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური“, - განაცხადა კობახიძემ.