Foto

ლადო კახაძე - გთხოვთ პოლიტიკიდან განვდევნოთ სიძულვილის ვირუსი

გთხოვთ პოლიტიკიდან გავდევნოთ სიძულვილის ვირუსი. - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

კახაძის თქმით, კორონავირუსმა ბევრი რამ გვასწავლა და ახლა ეს პოლიტიკაში უნდა გადმოვიტანოთ.

"მე ერთი, რამ მინდა ვთქვა, ცალსახად გამოვეხმაურო უკანონობას, ყველაფერი უკანონო დასაგმობია. ჩვენ, იმიტომ ვართ პარლამენტში კანონშემოქმედნი, რომ ისეთი კანონები დავწეროთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან პატივს დაიმსახურებს და დარღვევის სურვილი არ გაუჩნდება. დარბაზში არ სხედანო რომ ლაპარაკობენ ვირუსიც არ ჩანს ბატონებო!
კოვიდის ვირუსი ჩანს? არ ჩანს, მაგრამ ძალიან საშიშია მტრისას და ავისას, მაგრამ ვირუსსაც, როგორც პოლიტიკურ ვირუსს ახასიათებს შემოჭრა. ორგანიზმში შემოიჭრება, სადაც სუსტია ადგილი და იმას დაიმეგობრებს და მერე ორჯერ უფრო დამზიანებელი გამოვა.  ვირუსმა ბევრი რამ გვასწავლა და ახლა პოლიტიკაში გადმოვიტანოთ პოლიტიკური ნიღაბი. პოლიტიკური ანგაჟირების გამო ზოგჯერ ისეთ სისულელეს ამბობ, რომ გგონია, ეს სიმართლეა. ტვინი უნდა იყოს მზაობაში, რომ სიტყვა  ენით ნათქვამი ტვინმა რამდენიმე ხნის მერე არ უარყოს. ლოგიკასთან ახლოს ბევრი რამ არ არის მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა თითქმის ორი მილიონი ადამიანია აცრილი, ერთი გარდაცვლებაა. აცრამ ერთი ადამიანი შეიწირა აუცრელმა ასი ათასი. ლოგიკას მოუხმეთ ადამიანებო, სხვაზე გადაბრალება ძალიან ადვილია. ჩვენ აქტიური მონაწილეები ვართ ყველაფრის და არა სიძულვილით, გგონია რომ არ ჩანს და სიძულვილს თესავს ძალიან გთხოვთ პოლიტიკიდან გავდევნოთ სიძულვილის ვირუსი. აიცერით პოლიტიკურ სიძულვილზე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.