საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სამხედროებს მიმართავს, რომლებიც ექსპრეზიდენტისთვის სოლიდარობის გამოსახატად შიმშლობენ.
აღნიშნული მიმართვა, „ნაციონალური მოძრობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. როგორც წერილშია ნათქვამი სააკაშვილი მოუწოდებს სამხედროებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შიმშილობა.
„გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი.
მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვითხოვო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია წერილში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press