თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
"უნდა დაველოდოთ ალბათ კონსილიუმის გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ. შესაბამისად, გამოჩნდება, თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა ან საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა არ იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
მისივე თქმით, შესაძლოა სტანდარტულ ფორმაზე ხელიუფლებამ უარი განაცხადოს და საკაშვილი ციხის ციხეში მოათავსონ.
"დარწმუნებული ვარ, აქაც ხელისუფლების შიში, რომ საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ამ ნაბიჯზეც. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოათავსონ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press