დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე ზამთარია მოსალოდნელი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა.
ამის შესახებ NCDC-ს დირექტორის მოადგილემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
"ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა. ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად, იმიტომ, რომ მესამედია დაახლოებით აცრილი. შესაბამისად, არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი და სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ისეთივე როგორც ჩვეულებრივ."
პაატა იმნაძის თქმით, მომხრეა გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა იყოს სავალდებულო, ისევე როგორც, აუცრელი ადამიანი შეიზღუდოს გარკვეულ ადგილებში.
"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ვარ მომხრე იმისთვის, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.
გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press