2021 წლის 11 აგვისტოს ამსტერდამის სასამართლომ მიიღო განჩინება ტელეკომპანიების - “იმედის” და GDS მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის Stichting Media Finance International-ის დაყადაღების შესახებ - ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მათი თქმით, კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები ირაკლი რუხაძე, ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. სასამართლო განმარტებით, ეს ხდება იმიტომ , რომ მოპასუხეებმა ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ.
2018 წელს, ინგლისის სასამართლოს მოსამართლე სარა კოკრელმა დაადგინა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს „კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანია Salford Capital Partners International-ის მიერ დაფუძნებულმა ფირმებმა - Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-მ “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.
როგორც ცნობილია საქმე ეხება 13 წლის წინ გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში სწორედ ამ კომპანიაში მუშაობდა და კომპანიის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, Salford-ის ამოცანა იყო მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნეს პარტნიორებს.
როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ. ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ Salford-ის მიერ დაფუძნებულ Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ს გააჩნიათ მოთხოვნის უფლება Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და შედეგად მიუღებელ მოგებაზე.
ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის 12 მარტს სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი თქვა და პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც - მოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits).
თავად Salford-მა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება 2018 წლის 15 ნოემბერს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანია სამართლებრივ დავას გააგრძელებს იქამდე, სანამ მიყენებული ზიანის და დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობის სრულ და სამართლიან ანაზღაურებას არ მიიღებს. აქტივების მასშტაბის გამო, საუბარია ასობით მილიონ დოლარზე.
2021 წლის 18 ოქტომბერს დაწყებულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე სარა კოკრელმა უნდა დაადგინოს, თუ რა მოცულობის ბიზნეს შესაძლებლობა გაუშვეს Salford-ის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა ხელიდან ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ ჩადენილი “კომერციული შეთქმულების” და “ფიდუციარული ვალდებებულებების” დარღვევის შედეგად.
სასამართლოს მიერ კომპენსაციის მოცულობის დადგენის შემდეგ, მათი მომსახურება მოპასუხეებისა და Hunnewell Partners-ის საკუთრებაში არსებული აქტივებისა და ანგარიშების მეშვეობით მოხდება.
თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე - “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, “Stichting Media Finance International”-ი, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს” ფლობს.
ამასთანავე, Hunnewell Partners-ი ქვეყნის უმსხვილესი ცემენტის ქარხნის, “ჰაიდელბერგის” მინორიტარული წილის მფლობელია, თავად ირაკლი რუხაძის საკუთრებაში კი უმსხვილესი მობილური ოპერატორის “მაგთის” მინორიტარული წილი შედის.
შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა დაეკისრება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესა და Hunnewell Partners-ს Salford Capital Partners-ის სასარგებლოდ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press