Foto

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 242 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 242 მილიონს გადააჭარბა, – ინფორმაციას შესაბამისი პლატფორმა worldmatters-ი აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4.92 მილიონს აჭარბებს, ამასთანავე, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 219.6 მილიონს აღემატება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას ინდოეთი მოსდევს. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოსდევენ.