ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მიმდინარე პერიოდში 12%–ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მობილიზებულია დაახლოებით 9 000–მდე საწოლი ,რომელიც ძირითადად რეგიონებისთვის გამოიყენება.
"ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მიმდინარე პერიოდში არის 12%, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა, ეს მიუთითებს, რომ გამომდინარე ვაქცინაციის ფონიდან, ან შესაძლოა შემთხვევები მსუბუქია, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით 9 000–მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მეოთხე ტალღირს პერიოდში, დარჩა, აქედან დაკავებულია 5 679, მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში, აჭარაში, რადგან დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი არის ყველაზე დაბალი, ამდენად, ჩვენ ვიყენებთ საწოლფონდს რეგიონებისთვის", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.