თეორიულადაც კი არ არსებობს იმის ალბათობა რომ, ძალდატანებით შეიძლება მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანიის წარმოება და არა ძალდატანებითი ვაქცინაცია.
"მე ჩემი ერთი აზრი შემიძლია მოგახსენოთ, სავალდებულო არ არის ლეგიტიმური ტერმინი და ეთიკურად გამართული. ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობა ან აიცრას, ან წარმოადგინოს პისიარ ტესტის პასუხი. ვალდებულება მეტად ნიშნავს, ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ ის რომ ძალდატანებით მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამის ალბათობა", – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press