დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და მოსალოდნელ შეზღუდვებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკორდინაციო საბჭო უკვე მუშაობს, რათა მომზადდეს შემდგომი პაკეტი რიგი გადაწყვეტილებებისთვის. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი აუცლებლად ამოქმედდება.
"საკორდინაციო საბჭოს დავალებები არის რომ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებები და პაკეტი იქნეს უფრო დახვეწილი და წარდგენილი, რათა ვაქცინაციის ტემპი იქნეს გაზრდილი. თუ ჩვენ არ გავზარდეთ ვაქცინაცია ძალიან რთული იქნება. პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა გაცემული დავალებები, რომ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილების. ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება და ამ გადაწყვეტილებებს გადაწყვეტს საკორდინაციო საბჭო. დარწმუნებული იყავით, რომ მწვანე პასპორტები ამოქმედდება. არის მრავალი მიდგომა მწვანე პასპორტთან მიმართებაში - რომელს აირჩევს საქართველო, უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე. "- ამბობს ამირან გამყრელიძე.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press