ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი, თბილისში - 54%. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.
მისი განცხადებით, აჭარაში მშვიდი ეპიდსიტუაცია მოსახლეობის 60%- ის აცრას უკავშირდება.
"რატომ გვაქვს შედარებით უფრო მშვიდი სიტუაცია ამ 5 000 შემთხვევის ფონზე აჭარაში? იმიტომ, რომ აჭარა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ არის მეორე. ბათუმმა მიაღწია 60%-იან ნიშნულს, რაც ჩვენ წელს გვქონდა სამიზნედ, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60%-ზე. თბილისი უახლოვდება ამას, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54%-ია ორჯერადად აცრილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა (37%), 30%-ის ფარგლებში არიან."
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press