საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა.
ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით
"საქართველოში, წელიწადნახევრიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წლის 4 ოქტომბერს სასწავლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი საკლასო ოთახებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განახლდა. თუმცა, სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, კვლავ დაიწყო საუბარი მკაცრი შეზღუდვების ამოქმედების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე და არ დაუშვას მათი არადიფერენცირებული დახურვა.
სკოლამდელ განათლებას ბავშვის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. სწორედ ამ დროს ხდება ბავშვის სოციალიზაცია, უნარების განვითარება, სკოლისთვის მომზადება. UNESCO-ს მიერ განხორციელებული გლობალური კვლევისმიხედვით, მაღალია როგორც პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგი, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილი პრობლემები."
განცხადებას ხელს აწერენ:
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press