შალვა თადუმაძე სარჩელით ითხოვდა, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს, სასამართლო დავის დასრულებამდე, საჯარო საუბარი აკრძალვოდა - ამის შესახებ ინფრომაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.
მათი განცხადებით, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, შალვა თადუმაძემ ეკა გიგაურისათვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რაც სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
"შალვა თადუმაძე სარჩელით ითხოვდა, რომ მის დიპლომთან დაკავშირებით ეკა გიგაურს, სასამართლო დავის დასრულებამდე, საჯარო საუბარი აკრძალვოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, შალვა თადუმაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულზე დათანხმება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებაში უხეში ჩარევა იქნებოდა.
იგი ეწინააღმდეგება, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაგალითი უკვე არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების სახით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტ". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, სასამართლო დავა დაიწყო მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძემ მისი დიპლომის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press