Foto

პარტია „დროა“ და „ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

არჩევნების მეორე ტური გადამწყვეტია - პარტია „დროამ“ და „ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ  აღნიშნა, ეს გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩეველს ფართო არჩევნის საშუალებას აძლევს.

ელენე ხოშტარიას თქმით, კოალიციური თანამშრომლობის შექმნაში დიდი წვლილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდოამრეს, ნიკა მელიას მიუძღვის, რომელმაც ძალისხმევა ჩადო, რათა „ენმ“ არ მოქცეულიყო, როგორც „უბრალოდ დიდი ეგოისტური ძალა“.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თქმით, ამ ერთბას უნდა შეუერთდეს  ყველა, ვისაც პროდასავლური, კოალიციური მმართველობა სურს.

"შევიკრიბეთ, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი - პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ", - თქვა ხაზარაძემ.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.