Foto

ანა ფოტიგა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ შესწორების ინიცირება მოვახდინე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში, შესწორების ინიცირება მოახდინა.

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - წერს ანა ფოტიგა.

აღნიშნული შესწორება, რომლის ინიციატორი ანა ფოტიგაა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე შეახსენებს რუსეთს საერთაშორისო აღებულ ვალდებულებებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოუწოდებს რუსეთს, ხელი შეუწყოს პროგრესს ჟენევის მოლაპარაკებებზე, ამასთანავე, მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების ხელყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.