Foto

კორონავირუსის 4 411 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 411 შემთხვევა გამოვლინდა.

NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 29 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 896 პირი.