Foto

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 194 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 932 643 პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით  5 194 პირი აიცრა.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.