Foto

არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტართა კიდევ ერთი მისია ჩამოდის

საქართველოში 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დასაკვირვებლად ევროპარლამენტართა კიდევ ერთი მისი ჩამოდის, - აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყველა ხარვეზი, რომელიც გამოვლინდა პირველ ტურში, გამოსწორდება და შესაბამის დონეზე ჩატარდება.

 „ოდირის მისია ისევ გააგრძელებს აქ ფართომასშტაბიან ყოფნას, დააკვირდება როგორც მეორე ტურს, ასევე საარჩევნო პერიოდს. ჩამოდის ევროპარლამენტის მისიაც. შევნიშნეთ ხარვეზები ,როგორიც იყო დაშინება, ამომრჩეველთა მოსყიდვა, არათანასწორი ზეწოლა და არათანაბარი სააასპარეზო პირობები, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება შემდეგ რაუნდში და ის ჩატარდება შესაბამის დონეზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.