პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თუ მასიური ვაქცინაცია არ დაიწყო, ქვეყანაში ძალიან ცუდი ვითარება შეიქმნება.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
"თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება აღმავალი პიკი, დაღმავალი პიკი... ძალიან მეშინია ხოლმე ამ სიტყვის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე დადგება პერიოდი, როცა ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი არ ეყოლება.
თუ ასე გაგრძელდა, მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია, ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა."- ამბობს რატიანი.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press