„რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – უპასუხა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს შეკითხვაზე, თითქოს საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არის „შურისძიება".
„ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არიან, მათ შორის, სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები და ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, შედგა კონსილიუმი და ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება მის ჰოსპიტალიზაციას, ამისთვის არსებობს დადგენილი წესები. მინისტრის თქმით, როდესაც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის საჭიროება დადგება, ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ, რაც იქნება კანონთან ზუსტ შესაბამისობაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press