Foto

სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს და სადგურ "ანაკლიის" უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

რევაზ ლაზიშვილის თქმით, პროტესტი სამეგრელოში იმ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ გამოიწვია, რომელსაც ღირსეული ადამიანები ახასიათებს.

"ვარ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. 

არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ისინი არიან გმირი პოლიციელები და არ მაქვს უფლება, რომ ამას კაბინეტიდან ვუყურო. ესენი არიან ღირსეული პოლიციელები. რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, როგორც ვიცი მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი", - განაცხადა ლაზიშვილმა.