ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო- ამის შესახებ "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე ამ პროგრამის ფარგლებში ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს გააუქმებენ და ძველი ამორტიზირებულ ლიფტებს ახლით ჩაანაცვლებენ.
"ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო. ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტროენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც და შეგროვებაც ძალიან ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ.
ასევე ამ პროგრამის ფარგლებში გავაუქმებთ, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი, ევროპული სტანდარტით ლიფტებით ჩანაცვლებას. ამ ყველაფრისთვის რუსთავში შეიქმნება ლიფტების მერიის მომსახურების სერვისი და ჩვენ შევძლებთ, რომ სრულად განვაახლოთ ლიფტები და სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს მის კორპუსში არსებული ლიფტით."- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ცნობისთვის, 3
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press