როგორც იცით, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Sex And The CIty ეკრანებს ახალი სეზონით უბრუნდება, შესაბამისად ბუნებრივია, რომ პრემიერის მოახლოვებასთან ერთად მაყურებლის მღელვარება უფრო და უფრო იმატებს.
Candace Bushnell-ის 1977 წლის წიგნის ადაპტაცია “სექსი დიდ ქალაქში”, მრავალი ემის ჯილდოს და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული სერიალია, HBO-ს ამერიკული სატელევიზიო პროექტი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ჩაცმის, დახვეწილი სტილის და გემოვნებიანი ქალბატონების ასოციაციას დღემდე ქმნის. სერიალის მთავარი პერსონაჟი ქერი ბრედშოუ საზოგადოებაში ხშირად განიხილება, როგორც 90-იანი წლების საკულტო ჩაცმულობების და ყველაზე განსხვავებული სტილის მქონე ქალბატონი, რომლის როლსაც სარა ჯესიკა პარკერი ასრულებდა.
სარა ჯესიკა პარკერი რამდენიმე საათის წინ პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი სერიების გადაღებებზე შენიშნეს.
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვ...
კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული ...
პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც...
გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას...
ედ შირანმა ახალი ალბომის შემდეგი სინგლი დააანონ...
Mana press