მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ე.წ ფეიკია და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა არასდროს არ მიეცემა.
„თვისთავად ეს სცენარი შეიძლება საინტერესო არ იყოს, საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა თუ რას წარმოადგენს. ერთი, ის, რომ არის ყველაფერში აბსოლუტური „ფეიკი“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც „ფეიკია“, ჩამოსვლაშიც „ფეიკია“, ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, - განაცხადა
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press