ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა. 42 წლის ფოტოგრაფიის დირექტორი ჰალინა ჰატჩინსი, საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს და ნიუ -მექსიკოს უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალის მიერ გარდაცვალების ფაქტი დადგინდა.
დაჭრილი რეჟისორი ჯოელ სოუზა, რომელიც 48 წლისაა, წმინდა ვინსენტის რეგიონალური სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის შესახებ, დეტალები არ გავრცელებულა.
პოლიციის შერიფის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჯერ დაკავებული არავინაა.
"ჟანგი" არის ვესტერნის სტილის ფილმი, რომელის მოქმედება 1880 -იან წლებში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ: ბოლდუინი, ტრევის ფიმელი და ჯენსენ აკლესი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press